InterviewStack.io LogoInterviewStack.io
Browse more Business Intelligence Analyst jobs

საცალო სეგმენტის საკრედიტო რისკების მართვის მენეჯერი

TBC Bank

თბილისი, , Georgia1 week ago
15 views3 saves2 applies

Prepare for this role


Job Type

full time

Description

რას გააკეთებ:

• Agile გუნდებთან ერთად მუშაობით უზრუნველყოფ პორტფელის მოცულობის ზრდის მიზნით ბანკისთვის მისაღები რისკის პროფილის მქონე სეგმენტის იდენტიფიცირებას და  მონაცემთა ანალიზზე დაყრდნობით დაკრედიტების პარამეტრებში შესაბამისი ცვლილებების ინიცირებას;
• პასუხისმგებელი იქნები საკრედიტო რისკების კუთხით ბიზნეს ინიციატივების ანალიზსა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემაზე,  საცალო პორტფელის დეტალური ანალიზსა და საკრედიტო რისკების იდენტიფიცირება/შეფასება/მონიტორინგზე;
• გექნება ხშირი კომუნიკაცია სხვადასხვა საცალო სეგმენტის მომსახურების ლიგის ტრაიბებთან საკრედიტო პორტფელის უფრო ეფეტურად მართვის მექანიზმების გამოვლენის მიზნით;
• უზრუნველყოფ პროდუქტების გაუმჯობესებისათვის დაგეგმილი სტრატეგიული და ტაქტიკური ამოცანების შესრულებას.

Qualifications

კარგი იქნება რომ გქონდეს:

  • განათლება მათემატიკური / ფინანსური / ეკონომიკური მიმართულებით და ინგლისური ენის   მაღალ დონეზე ცოდნა
  • სასურველია საკრედიტო მიმართულებით მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
  • მონაცემთა დამუშავების და სტატისტიკური ანალიზის მეთოდების ცოდნა
  • სასურველია SQL, Python, Tableau ან Power BI-თან მუშაობის გამოცდილება
  • AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა

 

Additional Information

თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998; 

დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

About the Company

ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.

ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.

მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.

This job is found at InterviewStack.io

Skills

agilesqlpythontableau

About TBC Bank

TBC Bank is a leading universal bank in Georgia, offering a wide range of financial services including retail banking, corporate banking, and investment services.

financial services, bankingWebsite